გლობალ სერვის ტური - ჩვენ შესახებ

გლობალ სერვის ტური - ჩვენ შესახებ

 

    ჩვენი  სააგენტო მდებარეობს ქალაქ თბილისის  ერთ-ერთ  ცენტრალურ უბანში, თავისუფლების მოედანზე, მისამართზე -  რუსთაველის N1.
   ჩვენ  გთავაზობთ ფართო და მაღალი ხარისხის ტურისტულ მომსახურებას. გარდა სტანდარტული ტურებისა, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების ინტერესებსა და მოთხოვნებს - მოგიმზადებთ ექსკლუზიურ ტურისტულ პაკეტებს, ორგანიზაციას გავუკეთებთ საქმიან შეხვედრებსა და კონფერენციებზე დასწრებას, საქმიანი ტურების მოწყობას, აგრეთვე დაზღვევას ცნობილი სადაზღვევო კომპანიების პოლისებით.  

  კომპანიის  საქმიანობა ორიენტირებულია ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ბენილუქსის ქვეყნები), აზიაში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთი), ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, მექსიკა) და წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამოგზაურო მომსახურებაზე.  

 
     "გლობალ  სერვისი" არის პროგრამულად სრულად უზრუნველყოფილი .

  სააგენტო აფართოვებს მომსახურებას საქართველოში შემომავალი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში შექმნილმა უმაღლესი კლასის ტურისტულმა ინფრასქტრუქტურამ გვიკარნახა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის შეგვეთავაზებინა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და რეგიონში  მრავალფეროვანი ტურპაკეტები.

 ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თემატური ტურები საქართველოს ყველა კუთხეში, რომლებიც უპასუხებენ თქვენი დროის, ინტერესებისა და ბიუჯეტის ნებისმიერ მოთხოვნებს. ჩვენი კვლევებით, დღეს საქართველოში აქტუალურია ორდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი ტურები მთისა და ზღვის კურორტებსა და დასასვენებელ ობიექტებზე. განსაკუთრებით პოპულარულია სამონადირეო (ფრინველი, გარეული ტახი და სხვა) და სათავგადასავლო (რაფტინგი, ალპინიზმი და ა.შ.) ტურები, ღვინის ტურები აღმოსავლეთ საქართველოში, ყველა ტრადიციული ეთნოგრაფიული ელემენტების გათვალისწინებით.

   კომპანია მუდმივად ვითარდება, რაც განპირობებულია თანამშრომლებისთვის მუდმივმოქმედი ტრენინგების მწყობრი სისტემით.

  "გლობალ სერვის " ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს პოტენციურ პარტნიორებთან !


                                                                                                                                                               "
გლობალ სერვისი"-ს

                                                                                                                                                                   მენეჯმენტი

 


Image Gallery

Contact

საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი :რუსთაველის N1.
ტელ:(+995 32)299 72 95; მობ; 571-55-16-10